Il Mattino: „დრიბლინგის მეფე!“ | ამ მაჩვენებლით ხვიჩა საუკეთესოა
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ჩვეულ ფორმას რომ უბრუნდება, ეს უკვე მატჩიდან მატჩამდეც ჩანს. ცნობილი იტალიური გამოცემა, Il Mattino მიმდინარე სეზონში ხვიჩას მიერ დრიბლინგების სტატისტიკას აქვეყნებს და მას დრიბლინგის მეფეს უწოდებს. გამოცემის მიერ გავრცელებულ სტატისტიკაში, ამ მაჩვენებლით ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელია.
რას წერს Il MATTINO:
ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია პირველ რიგში იჯდა, თუმცა, აქ მოსახვედრად მას გოლების გატანა, ასისტების შესრულება და განსაკუთრებული დრიბლინგების შემოთავაზება მოუწია. ქართველი დღესაც სერია A-ში ყველაზე მეტს რისკავს და მიმდინარე სეზონში 87 დრიბლინგზე წავიდა.
ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ მის უკან მყოფ მატიას სულეს 73 მცდელობა ჰქონდა. კვარამ ასევე აჯობა ზიტო ლუვუმბოს (72) და რაფაელ ლეაუს (69).
კიდევ ერთი სააგენტო, Football Wonderkids-მა კი გაავრცელა სტატისტიკური მონაცემები, რომელშიც მოცემულია 23-წლამდე ფეხბურთელთა შორის საგოლე მომენტების შექმნის შანსები. სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ათეულში ხვიჩა კვარაცხელია საშუალოდ, 3.8 შექმნილი შანსით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.
???? U23 Non-Penalty xG Leaders, Top 5 Leagues:
— Football Wonderkids (@fbwonderkids) October 31, 2023
???????? Victor Boniface, 8.3
???????? Erling Haaland, 7.8
???????? Akor Adams, 5.3
???????????????????????????? Jude Bellingham, 4.7
???????? Hugo Duro, 4.4
???????? Loïs Openda, 4.4
???????? Nicolas Jackson, 4.2
???????? Sergio Arribas, 3.9
???????? Khvicha Kvaratskhelia, 3.8
???????? Maximilian Beier, 3.8
????????… pic.twitter.com/wvbKbbUp3E
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.