საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები
Aa
Aa

მარცხი პენალტების სერიაში - საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

დუბაიში მიმდინარე მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალური შეხვედრა მასპინძელი გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ გამართა და სამწუხაროდ, პენალტების სერიაში დამარცხდა.

შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ, 1:1 მორჩა, საფეხბურთო ლატარიაში კი იღბალი მასპინძელთა მხარეს აღმოჩნდა.

ანგარიში მატჩის დასაწყისში ბექა ტუღუშმა გახსნა, რომელმაც მეკარის შეცდომა იდეალურად გამოიყენა და მახვილი კუთხიდან შეძლო გოლის გატანა. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, ტუღუშმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც 3 წუთით საქართველოს ნაკრები 5 კაცით დარჩა და გაძევებიდან რამდენიმე წამში, მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს.

საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო. გაერთიანებულმა საამიროებმა სამიდან სამივე პენალტი ზუსტად გამოიყენეს, ჩვენი გუნდიდან კი პირველივე დარტყმა გააფუჭა, მომდევნო ორი შესრულება კი ზუსტი იყო. საბოლოოდ, მასპინძლებმა სერია 3:2 მოიგეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა სამიდან სამივე მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ფეხბურთელებმა გვატემალას 6:0 მოუგეს, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მექსიკის ნაკრები 2:1 დაამარცხეს, ირლანდიის ნაკრები კი 10:1 გაანადგურეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მისთვის ოქროს ბურთი ჯერ ადრეა - სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა
მისთვის ოქროს ბურთი ჯერ ადრეა - სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა