FIFA-მ დაადასტურა: 2034 წლის მუნდიალი საუდის არაბეთში ჩატარდება
FIFA-მ დაადასტურა რომ 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ საუდის არაბეთი უმასპინძლებს. მუნდიალის წლის მეოთხე კვარტალში ჩატარდება (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი).
ოფიციალური განაცხადი მხოლოდ საუდის არაბეთმა შეიტანა. საუდის არაბეთის გარდა ტურნირის მასპინძლობის სურვილი ჩინეთს, ახალ ზელანდიას, მალაიზიას, სინგაპურს, ინდოეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და უზბეკეთს ჰქონდათ, თუმცა ოფიციალური განაცხადი არ შეიტანეს.
ყაზახეთი ტურნირის მასპინძლობას ყირგიზეთთან და უზბეკეთთან ერთად განიხილავდა.
საინტერესო და უცნაური ერთი ფაქტია, FIFA-მ მასპინძლობის უფლებაზე განაცხადის შეტენა 4 ოქტომბრს გამოაცხადა და განაცხადის შეტანის ბოლო დღედ 31 ოქტომბერი დააწესა. ამ მოკლე პერიოდში საუდის არაბეთს კონკურენტი არ გამოუჩნდა. ასევე აღსანიშნავია, რომ FIFA-ს გადაწყვეტილებით, განაცხადის შეტანა მხოლოდ აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებს შეეძლოთ.
სამხრეთ კორეის, იაპონიისა და კატარის შემდეგ საუდის არაბეთი მეოთხე აზიური ქვეყანა იქნება, რომელიც ამ დიდ ტურნირს უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი კატარში ჩატარდა, 2026 წელს კანადა, მექსიკა და აშშ უმასპინძლებს. 2030 წლის მუნდიალი უპრეცედენტო იქნება, სამი კონტინენტის ექვს ქვეყანაში გაიმართება: არგენტინა, მაროკო, პარაგვაი, პორტუგალია, ესპანეთი და ურუგვაი.
2026 წლისა და 2030 წლის მუნდიალებზე 48 ნაკრები ითამაშებს.