0:3 ლიეტუვასთან - საქართველოს ქალთა ნაკრები ბოლო ადგილზეა
ქალთა შორის, ევროპის ერთ ლიგის C დივიზიონის მორიგ ტურში საქართველო შინ „მიხეილ მესხზე'' ლიეტუვასთან 0:3 დამარცხდა. ირის ანტმანის გაწვრთნილი საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე შეხვედრა ჩაატარა, ოთხ ტურში არ მოუგია, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 7 გაუშვა.
ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა, საქართველოს ნაკრების მოთამაშეები საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს შეცდნენ, გვანცა ქადაგიშვილმა ბურთი მარტივ ვითარებაში დაკარგა, მომენტით მონიკა გრიკსაიტემ ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტად დაარტყა - 0:1. სტუმრებმა მეორე გოლი 58-ე წუთზე შეაგდეს, ლუცია ვაიტუკაიტემ შორი მანძილიდან დაარტყა, მეკარე სვეტლანა გაბელაია უხეშად შეცდა და ანგარიში ორ ბურთამდე გაიზარდა. მესამე დამატებულ წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა, ცვლილებაზე გამოსულმა ემილია გირზუტაიტემ ლამაზი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: გაბელაია, გასვიანი, ტატუაშვილი (ბებია 76), კალანდაძე, ქადაგიშვილი, დანელია, პასიკაშვილი, ჩემინავა, ბუხრიკიძე, ჭყონია (კ) (ჭიჭინაძე 46), ამბალია (ბოლქვაძე 60).
მეორე ჯგუფში 4 ტურის შემდეგ თურქეთი 9 ქულით პირველ ადგილზეა, ლუქსემბურგისა და ლიეტუვას აქტივში 4-4 ქულაა, საქართველო 2 ქულით აუტსაიდერია. ქართველმა ფეხბურთელებმა ოთხ ტურში მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს და 7 გოლი გაუშვეს.
მე-5 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს (1 დეკემბერი).