2024 წლის ოქროს ბურთის ფავორიტები | კვარა ოცეულში არაა
2023 წლის „ოქროს ბურთი“ ლიონელ მესიმ დაისაკუთრა და ეს ჯილდო კარიერაში მერვედ მიიღო. დაჯილდოების ცერემონია გუშინ გაიმართა, დღეს კი ცნობილმა გამოცემამ, Goal-მა მომდევნო წლის „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი კანდიდატები დაასახელა.
პირველ ადგილს მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი, ჯუდ ბელინგემი იკავებს, რომელსაც შესანიშნავი სეზონი აქვს და მის ანგარიშზე 13 გოლი და 3 ასისტია. მეორე ადგილზე „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპეა, მესამე კი ერლინგ ჰოლანდი გახლავთ.
ნორვეგიელ თავდამსხმელს „ბაიერნის“ ცენტრფორვარდი, ჰარი კეინი მოჰყვება, ხოლო ხუთეულს „ლივერპულის“ შემტევი, მოჰამედ სალაჰი ასრულებს. Goal-ის რეიტინგში ვერ მოხვდა „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, მისი თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენი კი მე-18 ადგილზე დააყენეს. მიმდინარე სეზონის სტარტზე „კვარას“ მცირე ჩავარდნა ჰქონდა და Goal-მა ოცეულში სწორედ ამიტომ არ შეიყვანა.
6) როდრი
7) ხულიან ალვარესი
8) ვინისიუს ჟუნიორი
9) ბუკაიო საკა
10) ბერნარდუ სილვა
11) ანტუან გრიზმანი
12) ლაუტარო მარტინესი
13) ჯამალ მუსიალა
14) რობერტ ლევანდოვსკი
15) კრიშტიანუ რონალდუ
16) ლეროი სანე
17) დეკლან რაისი
18) ვიქტორ ოსიმენი
19) ლიონელ მესი
20) სონ ჰიონ-მინი