ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

მისთვის ოქროს ბურთი ჯერ ადრეა - სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა

იური სიომინმა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის „ლოკომოტივში’’ წვრთნიდა, რუსულ Championat-თან ინტერვიუში ქართველ გარემარბზე ისაუბრა, „ნაპოლის'' ლიდერი ოქროს ბურთის 2023 წლის რეიტინგში მე-17 ადგილზე გავიდა.

იური სიომინი: „ხვიჩას ყველაფერი წინ აქვს, მას დიდი პერსპექტივა აქვს. ფეხბურთს ბრწყინვალედ შეუერთდა და დაამტკიცა, რომ ჩემპიონია. მისთვის ოქროს ბურთის მოგება ჯერ ადრეა. მომავალში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, მაგრამ დღეს ეს მხოლოდ ერთს ეკუთვნის. ხვიჩა ნამდვილად წარმატებული იქნება’’.

შეგახსენებთ, 2023 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა. გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის ბოლოს, ქართველი შემტევი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის „ლოკომოტივში'' 2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარში წვრთნიდა, ქართველმა ფეხბურთელმა ამ პერიოდში 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები