ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

„კვარას ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. გარსიას აღარ გაუშვებენ“ - იტალიელი ანალიტიკოსი

იტალიაში, Sky Sport-ის ცნობილმა მიმომხილველმა, ლუკა მარკეტიმ Marte Sport Live-ზე „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნეაპოლურ გუნდში გარსიას სამუშაო უფრო თვალშისაცემი გახდა, თუმცა, ფრანგ სპეციალისტს გარკვეული დრო კიდევ სჭირდება.

რას ამბობს მარკეტი:

„ნაპოლი“ პირველ ნახევარში ამოუცნობი იყო, მეორე ტაიმში კი რადიკალურად შეიცვალა. მატჩის სტარტზე „მილანს“ ბევრი მომენტი ჰქონდა და თამაშის მოგება თავისუფლად შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ გამარჯვების ყველაზე კარგი შანსი „ნაპოლის“ ჰქონდა. კვარაცხელიას რომ გაეტანა, გამარჯვებას იზეიმებდნენ. მეორე ნახევარში „ნაპოლი“ იმ სიამაყით გამოვიდა, რომელიც გასულ სეზონში ჰქონდა და ეს უნდა შეინარჩუნონ. კარგი იყო პოლიტანოს ოსტატობა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია კვარას ფორმაც.

„ნაპოლიმ“ 4-2-3-1 წყობაზე უფრო კარგად ითამაშა, ვიდრე 4-3-3-ზე. პირველ ტაიმში მატჩისადმი მიდგომა სათანადო არ იყო და „ნაპოლი“ სწორედ ამან დააზარალა, მწვრთნელს ამაზე მუშაობა მოუწევს. მჯერა, რომ გარსიას აქვს თამაშის იდეა, მის გადმოცემაში ბევრი სირთულე აქვს. მჯერა, რომ მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება და პროგრესიც იქნება, ამასაც გარკვეული დრო სჭირდება. ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე შესანიშნავი „ნაპოლი“ ვნახეთ. გუნდი ფიქრობდა მწვრთნელის შეცვლას, მაგრამ ახლა აღარ ვფიქრობ, რომ ასე მოხდება.

10 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 4 ნოემბერს, სტუმრად „სალერნიტანასთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ჩემს ხუთეულში შევიყვანე“ | ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტი
„კვარა ჩემს ხუთეულში შევიყვანე“ | ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტი