ფაბიო გროსო
Aa
Aa

გროსოს 13 ნაკერი დაადეს | ჭრილობების გამო ვერ ლაპარაკობდა

29 ოქტომბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში „მარსელისა“ და „ლიონის“ დაპირისპირება უნდა გამართულიყო, მაგრამ მატჩის გადადება გახდა აუცილებელი. „სტად ველოდრომისკენ“ მიმავალ „ლიონის“ ავტობუსს „მარსელის“ ქომაგებმა ქვები დაუშინეს და შუშები ჩაუმსხვრიეს.

ინციდენტის შედეგად „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო გროსომ სერიოზული დაზიანებები მიიღო. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც თავად განაცხადა, ექიმებმა 13 ნაკერი დაადეს. გროსოს გარდა, მისი ასისტენტი, რაფაელე ლონგოც დაშავდა და მას შუშის ნამსხვრევი თვალში მოხვდა.

რამდენიმე საათის წინ, ბრიტანულ პრესაში „ლიონის“ პრეზიდენტის, ჯონ ტექსტორის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც გროსოს მდგომარეობაზე ისაუბრა: „ფაბიო ვერ ლაპარაკობდა, რადგან სახეში შუშის ნამსხვრევები ჰქონდა მოხვედრილი. როგორც კი შუშები ჩაამსხვრიეს, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მიმართულებით სხვადასხვა ნივთები ისროლეს. ფაბიოს ლუდის ბოთლი შუბლში მოხვდა“.

ცნობისთვის, საფრანგეთის პოლიციამ ამ საქმეზე გამოძიება ჩაატარა და ამ მომენტისთვის, 9 ადამიანი ჰყავს დაკავებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ჩემს ხუთეულში შევიყვანე“ | ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტი
„კვარა ჩემს ხუთეულში შევიყვანე“ | ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტი