მარკუს რაშფორდი
Aa
Aa

რაშფორდს აკრიტიკებენ | სიტისთან მარცხის შემდეგ ღამის კლუბში გასართობად წავიდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი, მარკუს რაშფორდი „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრების კრიტიკის ობიექტი გახდა. გასულ უქმეებზე, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი მანჩესტერულ დერბიში დამარცხდა და „სიტისთან“ 0:3 წააგო, რის შემდეგაც ინგლისელი ფეხბურთელი ღამის კლუბში წავიდა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, რაშფორდმა საკუთარი დაბადების დღე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, VIP კლიენტებისთვის განკუთვნილ სივრცეში აღნიშნა. მასთან ერთად „მანჩესტერ იუნაიტედის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, ტაირელ მალასია იმყოფებოდა.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, წვეულება დილის 4-ის ნახევრამდე გაგრძელდა, მაგრამ უცნობია, რაშფორდი ღამის კლუბში რამდენ ხანს დარჩა. ორშაბათ დილით, მან გუნდთან ერთად ივარჯიშა და მისი გარემოცვის მიხედვით, ეს დაგეგმილი წვეულება გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერული დერბი კვირას, თბილისის დროით, 19:30-ზე დაიწყო. „ქალაქელებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს და ერლინგ ჰოლანდის დუბლითა და ფილ ფოდენის გოლით მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ჩემს ხუთეულში შევიყვანე“ | ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტი
„კვარა ჩემს ხუთეულში შევიყვანე“ | ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტი