„პატივი ეცით კლუბს“ - ვინისიუსის ჯილდო და ვალენსიას პროტესტი
Aa
Aa

„პატივი ეცით კლუბს“ - ვინისიუსის ჯილდო და ვალენსიას პროტესტი

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მომხდარ ფაქტს გმობს.

დაჯილდოების დროს, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს, ვინისიუს ჯუნიორს განსაკუთრებული საქველმოქმედო საქმიანობისთვის სოკრატესის პრიზი გადაეცა, სიტყვით გამოსვლის დროს კი ბრაზილიელმა შემტევმა ფეხბურთში რასიზმის პრობლემაზე ისაუბრა, ორგანიზატორებმა კი ფონად „ვალენსიასა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩის ფოტო გაუშვეს, სადაც ვინისიუსი რასისტული შეძახილების მსხვერპლი გახდა.

„ვალენსია“ სპეციალური განცხადებით ვალენსია იზოლირებული ქცევების მოტივით მათი იმიჯის გამოყენებას გმობს და პატივისცემას ითხოვს:

„ძალიან სამწუხაროა, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ჩვენი იმიჯის ასე გამოყენება და მისი იზოლირებულ ქცევებთან ასოცირება. კლუბმა ამ მომენტში სასწრაფო და გადამწყვეტი ნაბიჯები გაატარა და ინციდენტის მონაწილეთა მიმართ უმკაცრესი სასჯელები გამოიყენა.

ჩვენ უკიდურესად ვგმობთ რასიზმს, მაგრამ ასევე ვითხოვთ უდიდეს პატივისცემას ჩვენი გულშემატკივრებისა და კლუბის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინციდენტი გასული სეზონის 35-ე ტურში მოხდა, რომელშიც „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალი“ 1:0 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ჩემს ხუთეულში შევიყვანე“ | ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტი
„კვარა ჩემს ხუთეულში შევიყვანე“ | ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტი