კავაი ლეონარდი, ჯეიმს ჰარდენი, პოლ ჯორჯი
Aa
Aa

დიდი ტრიო ლოს ანჯელესში | ფილადელფიამ ჰარდენი კლიპერსში გაუშვა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მეგა ტრეიდი განხორციელდა. „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ სუპერვარსკვლავი, ჯეიმს ჰარდენი კარიერას „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ გააგრძელებს და პოლ ჯორჯთან და კავაი ლეონარდთან ერთად, დიდ ტრიოს შექმნის.

„წვერას“ სანაცვლოდ „ფილადელფიამ“ მარკუს მორისი, ნიკ ბატუმი, რობერტ კოვინგტონი და კეიჯეი მარტინი მიიღო. „კლიპერსმა“ 2028 წლის პირველი რაუნდის პიკი, მეორე რაუნდის ორი პიკი და პიკების გაცვლის უფლება დათმო, ჰარდენთან ერთად კი პიჯეი ტაკერი და ფილიპ პეტრუშევი გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ჰარდენსა და „ფილადელფიას“ ხელმძღვანელებს შორის უაღრესად დაძაბული ვითარება იყო. გასული რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, „წვერამ“ „სიქსერსის“ საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტს, დარილ მორის მატყუარა უწოდა და გუნდთან ერთად წინასასეზონო მზადება არ გაიარა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ჰარდენმა მონაწილეობა 58 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 21 ქულას, 10.7 შედეგიან გადაცემას, 6.1 მოხსნასა და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ჯილდოს დიეგოს ვუძღვნი“ - რა თქვა მესიმ მე-8 ოქროს ბურთის ჩაბარების შემდეგ
„ამ ჯილდოს დიეგოს ვუძღვნი“ - რა თქვა მესიმ მე-8 ოქროს ბურთის ჩაბარების შემდეგ