ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა ჩემს ხუთეულში შევიყვანე“ | ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტი

პაოლო კონდო იტალიელი ჟურნალისტია, რომელიც „ოქროს ბურთის“ ჯილდოს გამოკითხვაში მონაწილეობს. Sky Sport Italia-სთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ტოპ 5-ში „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა.

„შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს ხუთეულში ხვიჩა კვარაცხელია შევიყვანე. ასე იმიტომ მოვიქეცი რომ, გასული სეზონის ისტორიის მოყოლა ვცადე. სამი ფეხბურთელია, რომლებსაც ტოპ 5-ს მიღმა ვერ დატოვებ: ლიონელ მესი, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე და გაქვს უფლება მათ რომელი ადგილიც გინდა მიაკუთვნო.

დანარჩენებს რაც შეეხებათ, ჩემი აზრით, გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორია ნაპოლის უკავშირდება და კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს შორის არჩევანის გაკეთება მომიწია. რაღაც განსაკუთრებულთან გვაქვს საქმე, როცა თითქმის უცნობი ფეხბურთელი 12 თვეში ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის ხვდება და ხვიჩა ამიტომ ავირჩიე“.

ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მონაწილეობას 100 ჟურნალისტი იღებს. თითოეული მათგანი 30 ნომინანტიდან 5 საუკეთესოს ასახელებს და ტოპ 5-ს ადგენს. პირველ ადგილზე გასული ფეხბურთელი ექვს ქულას იღებს, მეორეზე გასული - ოთხს, მესამეზე გასული - სამს, მეოთხეზე გასული - ორს, მეხუთეზე გასული კი ერთს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით“ - ხვიჩა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მივიდა
„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით“ - ხვიჩა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მივიდა