წლის მეკარის ჯილდო - გამარჯვებული მარტინესი და სტვენა პარიზის თეატრში
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარე „შატლეს“ თეატრში 2023 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოება მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები ვლინდება.
ცოტა ხნის წინ, წამყვანებმა გასული სეზონის საუკეთესო მეკარე გამოავლინეს, რომლის ჯილდოც არგენტინის ნაკრების მეკარეს, ემილიანო მარტინესს ერგო. პრიზის ასაღებად სცენაზე ასულ „დიბუს“ ფრანგი მაყურებლის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და არგენტინელ მეკარეს პრიზის ჩაბარება სტვენის თანხლებით მოუწია.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა და გულშემატკივრების რეაქციაც სწორედ აქედან იყო გამოწვეული.