კარიერაში მერვედ! - ლეო მესი ოქროს ბურთის გამარჯვებულია
Aa
Aa

კარიერაში მერვედ! - ლეო მესი ოქროს ბურთის გამარჯვებულია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2023 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლეო მესი გახდა.

36 წლის მესიმ ეს ჯილდო კარიერაში მერვედ მოიგო და ამ დრომდე, ოქროს ბურთებში უკონკურენტოა. გასულ სეზონში ლეო მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თავისი ქვეყნის ნაკრებში და პსჟ-ს შემადგენლობაში კი 43 გოლი გაიტანა.

აქამდე, მესიმ 7-ჯერ შეძლო ოქროს ბურთის მოგება - 2021, 2019, 2015, 2012, 2011, 2010 და 2009 წლებში.

რაც შეეხება სახვა ნომინაციებს, ქალთა შორის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ოქროს ბურთის მფლობელი „ბარსელონას“ ნახევარმცველი, აიტანა ბონმატი გახდა.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი დასახელდა.

საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო „მანჩესტერ სიტის“ შემტევს, ერლინგ ჰოლანდს ერგო.

წლის საუკეთესო მეკარე „ასტონ ვილას“ კარის დარაჯი, ემილიანო მარტინესი გახდა.

სოკრატესის პრიზი ვინისიუს ჯუნიორს გადაეცა.

წლის კლუბად კი „მანჩესტერ სიტი“ დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ მესის შემდეგ, ოქროს ბურთი ყველაზე მეტჯერ კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კარიერაში ეს ხუთჯერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები