კვარა ESPN-თან: „ოქროს ბურთს ლეო მესი იმსახურებს“
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე მისვლის შემდეგ კომენტარი ESPN-ს მისცა და განაცხადა, რომ ოქროს ბურთის მოგებას ლეო მესი იმსახურებს.
რა თქვა ხვიჩამ:
ოქროს ბურთს ლეო მესი იმსახურებს. მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, რაც მან გააკეთა. უსიტყვოდ!
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა. გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის ბოლოს, ქართველი შემტევი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.