ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით“ - ხვიჩა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მივიდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, რამდენიმე საათში 2023 წლის ოქროს ბურთის მფლობელი გამოვლინდება.

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება საქარველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ცერემონიის დარბაზში ცოტა ხნის წინ, მეუღლე ნიცა თავაძესთან ერთად მივიდა. შენობაში შესვლამდე ხვიჩამ მცირე კომენტრიც გააკეთა.

რა თქვა ხვიჩამ:

ვერც ვიოცნებებდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს აქ მოვიდოდი. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. რაც შეეხება ნომინანტებს, ჩემთვის დიდი პატივია მათ გვერდით ყოფნა და მათ დიდ პატივს ვცემ. აქ დიდებული ფეხბურთელები არიან და ბედნიერი ვარ, რომ მეც მათთან ერთად ვარ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა. გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის ბოლოს, ქართველი შემტევი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები