ცნობილია, რომელი ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის რეიტინგში
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დღეს 2023 წლის ოქროს ბურთის მფლობელი გაირკვევა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება, მანამდე კი France Football-ის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე ნომინანტის რეიტინგი გახდა ცნობილი.
გამოცემის ვერსიით, მე-20 ადგილზე „ინტერის“ თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი გავიდა, მე-19 პოზიცია „ბაიერნის“ შემტევმა, ჰარი კეინი დაიკავა. მე-18 პოზიციაზე მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი მოგვევლინა, მე-17 პოზიციაზე კი საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაა. მე-16 საფეხურზე „ალ-იტიჰადის“ ფეხბურთელი, კარიმ ბენზემა იმყოფება.
ცერემონიის დაწყებამდე, France Football-ი რეიტინგს ეტაპობრივად ასაჯაროვებს. ცოტა ხნის წინ გაირკვევა საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა, რომლებმაც ადგილები მე-11-დან, მე-15 პოზიციამდე გადაინაწილეს. საუკეთესო ათეული კი ცერემონიის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.
2023 Men's Ballon d'Or ranking:
— Ballon d'Or #ballondor (@ballondor) October 30, 2023
1️⃣1️⃣ Mohamed Salah
1️⃣2️⃣ Robert Lewandowski
1️⃣3️⃣ Yassine Bounou
1️⃣4️⃣ Ilkay Gündogan
1️⃣5️⃣ Emiliano Martinez#ballondor pic.twitter.com/eyh8lx1KXW
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის ბოლოს, ქართველი შემტევი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
Ranked at the 17th place for the 2023 Men's Ballon d'Or!
— Ballon d'Or #ballondor (@ballondor) October 30, 2023
Khvicha Kvaratskhelia@sscnapoli@GeorgiaGff#ballondor pic.twitter.com/m0xWJA3jty