ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია, ალბერტო ბიგონი
Aa
Aa

„მნიშვნელოვანია, რომ თავის თავს უბრუნდება“ - ნაპოლის და მილანის ყოფილი მწვრთნელი კვარაზე

„ნაპოლისა“ და „მილანის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტო ბიგონიმ Rai Radio 1-ის ეთერში „პარტენოპეისა“ და „როსონერის“ განვლილ მატჩზე (2:2) ისაუბრა და რუდი გარსია დაიცვა. ვეტერანი სპეციალისტი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო და განაცხადა, რომ გუნდისთვის მისი ფორმის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია.

რას ამბობს ბიგონი:

რუდი გარსიას მიმართ კრიტიკა გადაჭარბებულია. ის ახალი ბალანსების პოვნაზე მუშაობს, რაც არც ისე ადვილია. რთულია, ასეთ დროს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა, იმის გათვალისწინებით, რომ გუნდმა გასულ ზაფხულს კიმი დაკარგა, მისმა გაყიდვამ კი დაცვითი დინამიკის არევა გამოიწვია. შემდეგ ოსიმენის ტრავმაც დაერთო...

იმ გუნდში, სადაც ტრავმებია, რესურსების მართვა სეზონის ბოლომდე მძიმე იქნება. გასულ სეზონთან შედარებით, კონკურენტები უფრო მოძლიერებულები არიან. მაგალითად „იუვე“. ალეგრის უძლიერესი გუნდი ნამდვილად არა ჰყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლომდე ისინი უძლიერესთა შორის იქნებიან.

რაც შეეხება კვარაცხელიას, აჩვენა, რომ შეუძლია დაუბრუნდეს თავის თავს ინვოლუციის ძალიან ნორმალური ფაზის შემდეგ.

10 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 18 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე იმყოფება. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს, სტუმრად „სალერნიტანასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარსია მატჩის შემდეგ: „კვარას არ გაუმართლა, ჟირუს კი პირიქით“
გარსია მატჩის შემდეგ: „კვარას არ გაუმართლა, ჟირუს კი პირიქით“