ტიაგო სილვა: “ჩემი კარიერის დასასრული ახლოვდება“
ტიაგო სილვა კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა. ამის შესახებ, ვეტერანმა ბრაზილიელმა ინგლისურ მედიასთან ისაუბრა. ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვებს კი ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
რა თქვა სილვამ?
„ჩემი კარიერის დასასრული ახლოვდება და ეს ადვილი არ არის. უნდა დაფიქრდე, თუ რა დროს გსურს კარიერის დასრულება. სად გადახვალ და რომელი იქნება შენი საბოლოო კლუბი. ოჯახი.. ჩემი შვილები „ჩელსის“ აკადემიაში თამაშობენ.
ახლა „ჩელსიში“ ბოლო წელი მაქვს და ამაზე ვარ კონცენტრირებული და სიამოვნებას ვიღებ. არ ვიცი რა მოხდება მომავალ წელს, მაგრამ ჩემი კარიერით ბედნიერი ვარ.“
???? Thiago Silva: “The end of my career is getting closer… it’s not easy”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 30, 2023
“You’ve to think about when you want to retire, where do you go as final club, the family, my kids play at Chelsea…”.
“I’m just focused on enjoying my final year of contract at Chelsea. I don’t know… pic.twitter.com/IQEsoh3Txu
შეგახსენებთ, რომ ახლა ტიაგო სილვა 39 წლის გახლავთ. „ჩელსიში“ კი 2020 წლიდან თამაშობს. 2020 წლიდან დღემდე, ვეტერანმა ბრაზილიელმა „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 127-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.