გიორგი მამარდაშვილი, ინიაკი უილიამსი
Aa
Aa

ინიაკი უილიამსი: „გოლის გატანის შანსები მქონდა, მაგრამ მამარდაშვილი ძალიან კარგი იყო“

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ დასრულდა და ქართველმა მეკარემ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. „მამარდა“ შეხვედრის MVP-დ დაასახელეს და საფინალო სასტვენის შემდეგ, იგი „ბილბაოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ინიაკი უილიამსმა შეაქო.

„5-წუთიანი გათიშვის გამო დავისაჯეთ, მაგრამ ზოგადად, გუნდმა კარგად იასპარეზა. გოლის გატანის შანსები მქონდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი ძალიან კარგი იყო. მეკარეც ფეხბურთელია და ვიცით, რომ ის მაღალ დონეზე იმყოფება, მაგრამ მანამ არ დავნებდით, სანამ ქულა არ გადავარჩინეთ და ეს მატჩი სეზონის ბოლომდე გვემახსოვრება“

შეგახსენებთ, რომ „ბილბაოსა“ და „ვალენსიას“ დაპირისპირება 2:2 დასრულდა. 2 გაშვებული ბურთის მიუხედავად, ქართველმა მეკარემ 5 სეივი მიითვალა და რამდენიმე ეპიზოდში, საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა, რაც დაუფასდა კიდეც.

ცნობისთვის, 11 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 15 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 2 ნოემბერს, კოპა დელ რეიზე გამართავენ. „მამარდას“ გუნდის მეტოქე „ლოგრონესი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის საბოლოო რეიტინგი | რომელ ადგილზე გაიყვანა GOAL-მა კვარა
ოქროს ბურთის საბოლოო რეიტინგი | რომელ ადგილზე გაიყვანა GOAL-მა კვარა