“ეს მის კლასის ნაკლებობაზე მიუთითებს“ - მბაპე მწვავედ გააკრიტიკეს
ლიგა 1-ის გასულ ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „ბრესტი“ მძიმე ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ლუის ენრიკემ მბაპე შეცვალა. გულშემატკივრებმა კი კილიანი გააკრიტიკეს, რაზეც ფრანგმა სუპერვარსკვლავმა მათ უხამსი ჟესტი უჩვენა.
ამასთან დაკავშირებით, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი „ბრესტის“ ნახევარმცველმა უგო მაგნეტიმ და მთავარმა მწვრთნელმა ერიკ როიმ მწვავედ გააკრიტიკა.
მაგნეტი:
„მბაპეს მხრიდან სტადიონზე ასეთი ქცევა მისი კლასის ნაკლებობაზე მიუთითებს. ისეთი არაფერი მომხდარა, რომ მას ასეთი რამ გაეკეთებინა. საინტერესოა, თუ როგორ მოიქცეოდა ასეთ დროს მადრიდის „რეალი“ ან მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ."
როი:
„სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ ზოგიერთი პარიზელის ქცევა სასაცილოდ მეჩვენება. „პარი სენ ჟერმენმა“ მატჩი მოიგო და დამატებითი ჟესტები საჭირო არ იყო. ჩვენ აქ ჯანსაღი ატმოსფერო გვაქვს. ვფიქრობ, ის ამ ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს.“
მატჩს ვიდეო მიმოხილვა