მამარდა კვლავ ჩელსის სიაშია - სკაუტები მასზე დასაკვირვებლად მიავლინეს
90Min-ის ინფორმაციით, ბილბაოს „ატლეტიკისა’’ და „ვალენსიას’’ შეხვედრას ლონდონის „ჩელსის’’ სკაუტები გიორგი მამარდაშვილზე დასაკვირვებლად ესწრებოდნენ. ამავდროულად, მათ „ატლეტიკის’’ მეკარის, უნაი სიმონის შესახებ ჩაინიშნეს.
მიუხედავად იმისა, რომ „ჩელსიმ’ რობერტ სანჩესი და ჯორჯე პეტროვიჩი გადაიბირა, გიორგი მამარდაშვილი „ჩელსის’’ სასურველ მოთამაშეთა სიაში კვლავ რჩება, ეს ინტერესი დიდი ხანია არსებობს და გრძელდება.
ქართველი მეკარე ბასკურ კლუბთან სასტარტოში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ორი ბურთი გაუშვა, 5 „სეივი'' შეასრულა და მატჩის MVP გახდა.
2018 წელს „ჩელსიმ’’ ბასკური კლუბიდან კეპა არიზაბალაგა შეიძინა. მას შემდეგ „ატლეტიკში’’ კეპას უნაი სიმონი ცვლის. 2020 წლიდან უნაი სიმონს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად იწვევენ. შესაძლოა, „ჩელსიმ’’ კვლავ ბასკური კლუბის მეკარე დაიმატოს, თუმცა „არისტოკრატები’’ დიეგო კოშტასა და აარონ რამსდეილის კანდიდატურებსაც განიხილავენ. დიეგო კოშტა „პორტუს’’ მთავარი მეკარეა, ხოლო რამსდეილი „არსენალის’’ სასტარტოში ვეღარ ხვდება, მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ზის.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მას „ვალენსიასთან’’ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს. გასული სეზონიდან მოყოლებული ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება, ამ სეზონში ლა ლიგის 11-დან სამ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
საინტერესოა, რომ 2021 წლიდან მოყოლებული გიორგი მამარდაშვილმა „ღამურებისთვის'' 74 მატჩი ჩაატარა, 74-დან 21 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.