IJF-მა რეიტინგი განაახლა - მარგველაშვილი დაწინაურდა
როგორც მოგეხსენებათ, აბუ-დაბის გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილმა -66 კგ კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა უზბეკი მუხრიდინ ტილოლოვი დაამარცხა.
ამ გამარჯვებით, მარგველაშვილმა 1000 სარეიტინგო ქულა დაიწერა და შესაბამისად, IJF-ის მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა.
ამჟამად ვაჟას 4531 სარეიტინგო ქულა აქვს და -66კგ კატეგორიაში, მსოფლიოში მესამე პოზიციას იკავებს.
საფინალო დაპირისპირება