ლუის რუბიალესი
Aa
Aa

3-წლიანი დისკვალიფიკაცია | ფიფამ რუბიალესი დასაჯა

ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა ფიფასგან მკაცრი სასჯელი მიიღო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და რუბიალესი ფეხბურთთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობას 3 წლით ჩამოაშორა.

„ფიფას დისციპლინურმა კომიტეტმა ლუის რუბიალესი ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობებიდან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, 3 წლით მოკვეთა. ეს ფიფას ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მომხდარს უკავშირდება, რომლის გამოც, თავდაპირველად, ბატონმა რუბიალესმა 90-დღიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

რუბიალესს გადაწყვეტილების შესახებ შევატყობინეთ და 10 დღე აქვს, რათა მოითხოვოს მიზეზის გასაჯაროება თუ რამ განაპირობა ეს ვერდიქტი. ასევე, მას შეუძლია, გადაწყვეტილება ფიფას სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქალ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ინგლისს მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგო, დაჯილდოების ცერემონიაზე კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა ნაკრების ფეხბურთელ ჯენიფერ ერმოსოს ტუჩებში აკოცა, რასაც საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. საბოლოოდ, რუბიალესს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის საბოლოო რეიტინგი | რომელ ადგილზე გაიყვანა GOAL-მა კვარა
ოქროს ბურთის საბოლოო რეიტინგი | რომელ ადგილზე გაიყვანა GOAL-მა კვარა