ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, რუდი გარსია
Aa
Aa

დე ლაურენტისი გასახდელში ჩავიდა | რა მოხდა მილანთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში „მილანს“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეიმ“ პირველი ტაიმი 0:2 წააგო, თუმცა თამაშში დაბრუნდა და ქულაც აიღო - 2:2. ამ მატჩთან დაკავშირებით, ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello Sport-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და ნეაპოლელთა პრეზიდენტზე, აურელიო დე ლაურენტისზე დაწერა.

Corriere dello Sport-ის მიხედვით, პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, დე ლაურენტისი გასახდელში ჩავიდა. მან „ნაპოლის“ მიერ ნაჩვენები თამაში გააკრიტიკა, მას „მიუღებელი“ უწოდა და ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას გამო განრისხებული იყო.

„თუ არაფერს შევცვლით, ვერ მოვიგებთ“, - ამ სიტყვებით მიმართა მან „ნაპოლის“ ფეხბურთელებს და გარსია ტაქტიკის შეცვლაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. დე ლაურენტისის ქმედებებმა შედეგი გამოიღო და „ნაპოლიმ“ ანგარიში გაათანაბრა, ბოლო წუთებზე კი გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ „კვარას“ დარტყმა მაიკ მენიომ მოიგერია.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლის“ 18 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს. სერია A-ს მომდევნო ტურში, „პარტენოპეი“ ბოლოადგილოსან „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბილბაოს თავკაცმა შეაქო | რა თქვა ერნესტო ვალვერდემ მამარდაშვილზე
ბილბაოს თავკაცმა შეაქო | რა თქვა ერნესტო ვალვერდემ მამარდაშვილზე