გიორგი მამარდაშვილი, ერნესტო ვალვერდე
Aa
Aa

ბილბაოს თავკაცმა შეაქო | რა თქვა ერნესტო ვალვერდემ მამარდაშვილზე

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ დასრულდა და ქართველმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. „მამარდა“ შეხვედრის MVP-ი გახდა და საფინალო სასტვენის შემდეგ, იგი ბასკთა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ შეაქო.

„უნაი სიმონმა ძალიან კარგად ითამაშა. დღეს ორივე მეკარე კარგი იყო. მომწონს, როცა მატჩი ისე სრულდება, რომ ჩემს მეკარეს ბევრი საქმე არ აქვს, მაგრამ თუ თამაშში ჩართვა უწევს, გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს. სიმონი კარგ ფორმაში იმყოფება, მაგრამ სხვა მეკარეებიც კარგ ფორმაში არიან და დღეს მამარდაშვილსაც შესანიშნავი მატჩი ჰქონდა“.

შეგახსენებთ, რომ „ბილბაოსა“ და „ვალენსიას“ დაპირისპირება 2:2 დასრულდა. 2 გაშვებული ბურთის მიუხედავად, ქართველმა მეკარემ 5 სეივი მიითვალა და რამდენიმე ეპიზოდში, საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა, რაც დაუფასდა კიდეც.

ცნობისთვის, 11 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 15 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 2 ნოემბერს, კოპა დელ რეიზე გამართავენ. „მამარდას“ გუნდის მეტოქე „ლოგრონესი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მცირე სათამაშო დრო დაუთმეს | მამუკელაშვილის სან ანტონიო კლიპერსთან განადგურდა
მცირე სათამაშო დრო დაუთმეს | მამუკელაშვილის სან ანტონიო კლიპერსთან განადგურდა