ფაბიო გროსო
Aa
Aa

დაშავებული გროსო და გადადებული მატჩი | ლიონის ავტობუსს ქვები დაუშინეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში, „მარსელისა“ და „ლიონის“ შეხვედრა იყო ჩანიშნული, მაგრამ მატჩის გადადება გახდა საჭირო. ფრანგული პრესის ინფორმაციით, „სტად ველოდრომისკენ“ მიმავალ გზაზე „ლიონის“ ავტობუსს „მარსელის“ ფანებმა ქვები დაუშინეს და შუშები ჩაუმსხვრიეს.

ინციდენტის შედეგად, „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო გროსომ ჭრილობები მიიღო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. Le Parisien-ის მიხედვით, დაშავდა გროსოს ასისტენტი რაფაელე ლონგოც, რომელსაც შუშის ნამსხვრევი თვალში მოხვდა.

მომხდარის გამო, მატჩის გადადება გადაწყდა და ჯერჯერობით უცნობია, შეხვედრა როდის გაიმართება. ფრანგული პრესის ინფორმაციით, „მარსელის“ გულშემატკივრებმა ქვები იმ ავტობუსებსაც დაუშინეს, რომლებსაც „ლიონის“ ქომაგები გადაჰყავდათ და ფანებმა მცირე დაზიანებები მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ 9 მატჩის შემდეგ, „ლიონს“ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს იკავებს. „მარსელის“ ანგარიშზე 12 ქულაა და მე-9 პოზიცია უკავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარსია მატჩის შემდეგ: „კვარას არ გაუმართლა, ჟირუს კი პირიქით“
გარსია მატჩის შემდეგ: „კვარას არ გაუმართლა, ჟირუს კი პირიქით“