სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მცირე სათამაშო დრო დაუთმეს | მამუკელაშვილის სან ანტონიო კლიპერსთან განადგურდა

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ განადგურდა. „ჰიუსტონ როქეთსის“ დამარცხების შემდეგ, გრეგ პოპოვიჩის გუნდი „კლიპერსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 40-ქულიანი სხვაობით წააგო - 83:123.

ლოს ანჯელესელებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს. „კლიპერსმა“ პირველი მეოთხედი 23:17 მოიგო, მეორე - 33:20 და შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავიდა. „სპურსმა“ მეორე ტაიმში ვერაფერი შეცვალა და უშანსოდ წააგო.

მამუკელაშვილს NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში სათამაშო დრო პირველად მიეცა. სანდრო პარკეტზე მაშინ შევიდა, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და მისი გუნდი 78:105 მარცხდებოდა. ქართველმა კალათბურთელმა 6 წუთი და 55 წამი ითამაშა და მის ანგარიშზე ორი მოხსნა და 1 ჩაჭრაა. „მამუს“ მეტოქის ფარისკენ ბურთი არ უსვრია და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

„სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 14 ქულა დევინ ვესელმა ჩააგდო. ვიქტორ ვემბანიამამ 11 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, ჯედი ოსმანს კი 12 ქულა ჰქონდა. „კლიპერსს“ 21 ქულით კავაი ლეონარდმა ულიდერა. პოლ ჯორჯსა და რასელ უესტბრუკს 19-19 ქულა ჰქონდათ, ბოუნს ჰაილენდს - 18.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 1 მოგება და 2 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 გახლავთ. ტექსასელები მომდევნო შეხვედრას 1-ელ ნოემბერს გამართავენ და „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ...“ - კვარას იტალიური მედია აფასებს
„შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ...“ - კვარას იტალიური მედია აფასებს