პირველი ოქრო საქართველოს - გიორგი თოხაძე მსოფლიო ჩემპიონია!
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
55 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი თოხაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ახალგაზრდა ფალავანმა ფინალში ყაზახი იასხარ კურბაევი 9:0 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე თოხაძემ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ფარიდ სადიხლს 10:0 მოუგო, 1/4 ფინალში ყირგიზ ულან მურატბეკ უულუს 11:2 სძლია, 1/8 ფინალში კი მოლდოველი დენის მიჰაი 8:0 დაამარცხა.
დღესვე, საქართველოს დელეგაციას ბრინჯაოს მედალი 77 კგ. წონით კატეგორიაში ხვიჩა ანანიძემაც შემატა, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანელი ხასაი ჰასანლი 9:0 დაამარცხა.
საქართველოს დელეგაციამ ტურნირი 3 მედლით დაასრულა - 1 ოქრო (გიორგი თოხაძე), 1 ვერცხლი (რომეო ბერიძე) და 1 ბრინჯაო (ხვიჩა ანანიძე).