გაგრა, ქუთაისის ტორპედო, ნიკოლა ნინკოვიჩი, ეკონგოლო ნკუმბა
Aa
Aa

ზედიზედ მე-4 მოგება | ტორპედომ გაგრა დაამარცხა და სამეულში შევიდა

ქუთაისის „ტორპედო“ მშვენიერ ფორმაში შევიდა და „Crystalbet ეროვნული ლიგის“ 31-ე ტურში მორიგი მატჩი მოიგო. იმერლებმა „გაგრას“ რთულ ბრძოლაში აჯობეს.

სტივ კინის გუნდმა, „საბურთალოსთან“, „დილასთან“ და „სამტრედიასთან“ აღებული 3-3 ქულის შემდეგ, ზედიზედ მე-4 შეხვედრაში გაიმარჯვა.

„გაგრა“ 27-ე წუთზე საბა მამაცაშვილმა დააწინაურა. ნიჭიერმა მარცხენაფლანგელმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მამაცაშვილს მთლიან სეზონში 3 გოლი მოუგროვდა და სამივე მათგანი ოქტომბერში შეაგდო - „თელავთან“, „დინამო თბილისთან“ და „ტორპედოსთან“.

ქუთათურებმა, ნიკოლა ნინკოვიჩის გოლით, მეორე ტაიმის სტარტზევე გაათანაბრეს. იტალიური „ჯენოას“ ექს-შემტევმა მჭედლიშვილის პასის შემდეგ შეაგდო. სერბისთვის მე-8 მატჩში მე-2 გოლია.

განსაკუთრებული საღამო ჰქონდა 19 წლის კამერუნელ ეკონგოლო ნკუმბას, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა და გამარჯვების გოლი შეაგდო. თინეიჯერმა აფრიკელმა ლამაზი დარტყმით გამოიჩინა თავი.


31 ტურის შემდეგ, „ტორპედოს51 ქულა აქვს, „დილასთან“ 0:3-ზე განადგურებულ „საბურთალოს“ გადაასწრო და სამეულში შევიდა. საუკეთესო სამ გუნდში მოსახვედრად სწორედ ეს გუნდები იბრძოლებენ - „საბურთალოს“ 49 ქულა აქვს, „დილას“ კი - 48.

„ტორპედო“ მომდევნო მატჩს 3 ნოემბერს გამართავს. „რამაზ შენგელიაზე“ „სამგურალთან“ იმერული დერბი შედგება. რაც შეეხება „გაგრას“, ვლადიმერ ხაჩიძის ბიჭები, ასევე 3 ნოემბერს, ლიდერ „დინამო ბათუმს“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარუშიჩის და კამარას გოლებით - თბილისის დინამომ სამგურალი დაამარცხა
მარუშიჩის და კამარას გოლებით - თბილისის დინამომ სამგურალი დაამარცხა