ლივერპული, ლუის დიასი
Aa
Aa

ცუდი ამბავი: კოლუმბიაში ლუის დიასის მშობლები გაიტაცეს

„ლივერპულის’’ ფეხბურთელის, ლუის დიასის მშობლები კოლუმბიაში გაიტაცეს, ფაქტი რამდენიმე საათის წინ მოხდა. კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს განცხადებით, ფეხბურთელის დედა სილენის მარულანდა უკვე გათავისუფლებულია, ამჟამად სამართალდამცავები ფეხბურთელის მამას ეძებენ. მისი გათავისუფლების ოპერაცია ბარანკასში, ლა-გუახირის პროვინციაში მიმდინარეობს.

ოფიციალური მონაცემებით, ფეხბურთელის მშობლები მაშინ გაიტაცეს, როცა ავტომობილით სახლში ბრუნდებოდნენ. მათ თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ და მანქანის გაჩერება მოსთხოვეს.

კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაცია მომხდარი ფაქტით დამწუხრებულია და სამართალდამცავების მხრიდან სწრაფ რეაგირებას ელის. ამ ეტაპზე ფეხბურთელს კომენტარი არ გაუკეთებია.

მდგომარეობა ბარანკასში ლუის დიასის მშობლების გატაცების შემდეგ

26 წლის ლუის დიასი სამშობლოში „ბარანკილიასა’’ (2016-17) და „ატლეტიკო ჟუნიორში’’ (2017-19) თამაშობდა, 2019 წელს „პორტუს’’ ფეხბურთელი გახდა, 2022 წლის ზაფხულში „ლივერპულმა’’ 45 მილიონ ევროდ გამოისყიდა (პლუს 15 მილიონი ევრო ბონუსების სახით).

2018 წლიდან მოყოლებული ლუის დიასმა კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებში 43 მატჩში 9 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები