რომეო ბერიძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია (U23)
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე რომეო ბერიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებული გუნდის წარმომადგენელთან, ანვარ ალახიაროვთან დამარცხდა.
ქართველმა ფალავანმა ¼-ფინალში პოლონელ კუნკელს აჯობა, მეოთხედფინალში ყაზახი საბირბეკოვის ბარიერი დაძლია, ნახევარფინალში თურქი მერტ ილბარში დაამარცხა.
ხვალ, 29 ოქტომბერს, ტურნირის დასკვნით დღეს გიორგი თოხაძე (55 კგ.) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, ხვიჩა ანანიძე (77 კგ.) - ბრინჯაოს მედლისთვის.
შეგახსენებთ, თავისუფალ სტილით ჭიდაობაში, მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონატის პრიზიორები ვლადიმერ გამყრელიძე და გიორგი ელბაქიძე გახდნენ.