პრედრაგ მიატოვიჩი
Aa
Aa

მიატოვიჩი: რეალის თამაში ქაოტურია, ანჩელოტის ამ სისტემის არ სჯერა

„სამფო კლუბის“ ლეგენდამ პრედრაგ მიატოვიჩმა „ელ კლასიკოს“ წინ პროგნოზი გააკეთა და „რეალის" თამაში უარყოფითად შეაფასა.

„მატჩი იქნება ძალიან თანაბარი, ბევრი ტაქტიკური ნიუანსი იქნება, ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს.

კლასიკოში ვითამაშე - არ აქვს მნიშვნელობა ცხრილში პოზიციას, არ აქვს მნიშვნელობა რა მდგომარეობას უახლოვდებიან გუნდები თამაშის წინ. ვფიქრობ, რომ ანგარიში 2:1 იქნება.

მადრიდელები იგებენ მატჩებს, მაგრამ მე არ მომწონს მათი თამაში, ის საკმაოდ ქაოტურია.

ანჩელოტიმ წარმატებას მიაღწია იმ სისტემით, რომელსაც რეალში ყოველთვის იყენებდა. მაგრამ ამ სეზონში მან სისტემა შეცვალა. ეს ბელინგემისა და ახალგაზრდობისთვის გააკეთა.

ამ მომენტში ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ვნახოთ რამდენ ხანს გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ კარლოს არ სჯერა ამ სისტემის. ის აკეთებს იმას, რაც მე არ მომწონს“,

- თქვა მადრიდის რეალის ყოფილმა მოთამაშემ და დირექტორმა მიატოვიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიაქსში ისიც კი არ იციან, რომ მიქაუტაძე ფორვარდია“ - ნიდერლანდელი ანალიტიკოსი
„აიაქსში ისიც კი არ იციან, რომ მიქაუტაძე ფორვარდია“ - ნიდერლანდელი ანალიტიკოსი