დაძაბული ბრძოლა და გამარჯვება 3 ქულით | ინგლისმა არგენტინას მოუგო
რაგბის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გუნდის ვინაობა გაირკვა. ნახევარფინალში დამარცხებული ინგლისი და არგენტინა ერთმანეთს „სტად დე ფრანსზე“ დაუპირისპირდნენ და „წითელმა ვარდმა“ დრამატულ ბრძოლაში იმარჯვა - 26:23.
მატჩის პირველი ტაიმი ინგლისელთა უპირატესობით წარიმართა. ოუენ ფარელის ზუსტი დარტყმებისა და ბენ ერლის ლელოს წყალობით, „წითელი ვარდი“ 13 ქულით დაწინაურდა, თუმცა არგენტინელებმა ჩამორჩენა შეამცირეს და ინგლისმა პირველი ტაიმი 16:10 მოიგო.
England are your #RWC2023 bronze medallists! ????#ARGvENG pic.twitter.com/XdNrX38OZf
— Rugby World Cup (@rugbyworldcup) October 27, 2023
მეორე ნახვრის სტარტზე არგენტინამ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მალევე ლელო მიიღო. მატჩში გადამწყვეტი 75-ე წუთზე აღმოჩნდა, როცა 23:26-ზე ნიკოლას სანჩესმა ხელსაყრელი მდგომარეობიდან ჯარიმა გააფუჭა და ანგარიშის გათანაბრების შანსი გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის გამარჯვებულის ვინაობა ხვალ გაირკვევა. თბილისის დროით, 23:00-ზე, ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.