ლიონელ მესი, რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

ფენომენო: „მესი ოქროს ბურთს იმსახურებს, მუნდიალზე რაღაც განსაკუთრებული გააკეთა“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდო ნაზარიომ ლიონელ მესიზე ისაუბრა. „ელ ფენომენომ“ განაცხადა, რომ „ლა პულგა“ „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაში გამარჯვებას იმსახურებს და მან მსოფლიო ჩემპიონატზე რაღაც განსაკუთრებული გააკეთა.

„მესიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რაღაც განსაკუთრებული გააკეთა. ამან პელესა და მარადონას წარმატებული მუნდიალები გამახსენა. ეჭვგარეშეა, რომ ოქროს ბურთი ლეოს უნდა გადასცენ“.

ოქროს ბურთის 30 ნომინანტი

ხვიჩა კვარაცხელია, ვინისიუს ჯუნიორი, ერლინგ ჰოლანდი, ნიკოლა ბარელა, ხულიან ალვარესი, ჯუდ ბელინგემი, კარიმ ბენზემა, იასინ ბონო, კევინ დე ბრუინი, რუბენ დიაში, ანტუან გრიზმანი, ილქაი გიუნდოგანი, იოსკო გვარდიოლი, ჰარი კეინი, რანდალ კოლო მუანი, რობერტ ლევანდოვსკი, ემილიანო მარტინესი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, კიმ მინ-ჯე, ლუკა მოდრიჩი, ჯამალ მუსიალა, მარტინ ოდეგორი, ანდრე ონანა, ვიქტორ ოსიმენი, ბუკაიო საკა, როდრი, მოჰამედ სალაჰი და ბერნარდუ სილვა.

ცნობისთვის, ოქროს ბურთის დაჯილდოება 30 ოქტომბერს გაიმართება და ესპანური პრესის ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ პრესტიჟულ ჯილდოს ლიონელ მესის გადასცემენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიქაუტაძემ ივარჯიშა, გუნდს რთული პერიოდი უდგას“ | აიაქსის დროებით თავკაცი მომდევნო მატჩზე
„მიქაუტაძემ ივარჯიშა, გუნდს რთული პერიოდი უდგას“ | აიაქსის დროებით თავკაცი მომდევნო მატჩზე