ჩავი ერნანდესი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: „ჩავის ვეთანხმები, შანსები თანაბარია“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მოახლოებულ „ელ კლასიკოზე“ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მის გუნდს მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდება, მაგრამ დასძინა, რომ ერთი მატჩი ესპანეთის ლა ლიგის ჩემპიონის ბედს არ წყვეტს.

„ჩემი გუნდი მოტივირებულია და წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს მიმდინარე სეზონის პირველი კლასიკოა. ბარსელონასთან საპასუხო მატჩიც გველოდება და ვფიქრობ, დიდი ალბათობაა, რომ მიმდინარე სეზონში კატალონიელებისა და ჩვენი გზა ბევრჯერ გადაიკვეთოს.

ბუნებრივია, მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის, მაგრამ სეზონი გრძელია და იმის თქმა, რომ ეს შეხვედრა ჩემპიონის ბედს გადაწყვეტს, გადაჭარბებული ნათქვამია. სეზონი გრძელია, სერიოზული ბრძოლა იქნება და ჩვენ გარდა ატლეტიკოც და ჟირონაც თამაშში არიან. მათ გარდა, ბოლომდე კიდევ ბევრი გუნდი იბრძოლებს.

ბარსელონა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, შესანიშნავი გუნდია. წლეულს, მაღალი დონის ახალგაზრდები დაიმატეს და ძლიერი ბარსას ვიხილავთ. ვეთანხმები ჩავის, რომ შანსები თანაბარია და იმედი მაქვს, ხალხს ხვალინდელი მატჩი მოეწონება“.

შეგახსენებთ, რომ 10 ტურის შემდეგ, „ბარსელონას“ 24 ქულა აქვს, „რეალს“ – 25. „სამეფო კლუბი“ პირველზე იმყოფება, „ბლაუგრანა“ მესამე გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელი ჟურნალისტი: „ჩემთვის კვარა ვინისიუსზე ბევრად ძლიერია“
იტალიელი ჟურნალისტი: „ჩემთვის კვარა ვინისიუსზე ბევრად ძლიერია“