გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მიქაუტაძემ ივარჯიშა, გუნდს რთული პერიოდი უდგას“ | აიაქსის დროებით თავკაცი მომდევნო მატჩზე

„აიაქსის“ დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰედვიგეს მადურომ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. მის გუნდს მომდევნო შეხვედრა პსვ-ს წინააღმდეგ ელის და მადურომ გიორგი მიქაუტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„პსვ ბრაიტონისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს და ლოგიკურია, რომ ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებთ. პსვ ნიდერლანდურ ფეხბურთს აჩვენებს, ბრაიტონს კი უნიკალური სტილი აქვს, რომელთან გამკლავებაც პრემიერ ლიგაშიც უჭირთ. სწორედ ამიტომ, პსვ-სთან შეხვედრა სრულიად განსხვავებული იქნება.

ვიცით, სად უნდა წავიდეთ და რა ვითარებაში ვიმყოფებით. ვარჯიში, ვარჯიში და ვარჯიში. ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც აიაქსს უნდა შეეგუონ. ნდობაა საჭირო და ამის მოპოვებაში დადებითი შედეგები გეხმარება, შემდეგ კი გამბედაობა და თავდაჯერებაც გიბრუნდება. ყველამ იცის, რომ რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ მახარებს ინტერაქციები, რომლებიც ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს აქვთ.

ტრავმებს რაც შეეხება, ბერგვაინის დაზიანება მძიმე არ ჩანს, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. გიორგი მიქაუტაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა, რენსხი კი ისევ ტრავმირებულია“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ევროპა ლიგაზე, „ბრაიტონთან“ გამართული მატჩი, რომელიც „აიაქსმა“ 0:2 წააგო, ინტოქსიკაციის გამო გამოტოვა. ამსტერდამელთა მომდევნო მეტოქე, პსვ ჩემპიონატს უდანაკარგოდ ლიდერობს და 9-დან 9 მოგება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა თუ ლავეცი? ახლაც პოჩოს ავირჩევდი“ - ნაპოლის ყოფილი დირექტორი
„კვარა თუ ლავეცი? ახლაც პოჩოს ავირჩევდი“ - ნაპოლის ყოფილი დირექტორი