კარგი ამბავი ბარსელონასთვის | ლევანდოვსკიმ, დე იონგმა, პედრიმ და კუნდემ ივარჯიშეს
28 ოქტომბერს საფეხბურთო სამყარო მიმდინარე სეზონში პირველ „ელ კლასიკოს“ იხილავს. ჩავი ერნანდესის „ბარსელონა“ მასპინძლის სტატუსით იქნება და რამდენიმე წუთის წინ, ესპანურ პრესაში „ბლაუგრანას“ ქომაგებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.
Marca-ს მიხედვით, „რეალის“ წინააღმდეგ შესაძლოა, რობერტ ლევანდოვსკიმ, პედრიმ, ფრენკი დე იონგმა და ჟიულ კუნდემ ითამაშონ. მათ დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს და არის შანსი, „რეალის“ წინააღმდეგ მოედანზე გავიდნენ.
„ელ კლასიკოში“ მონაწილეობის მიღების კარგი შანსი აქვს რაფინიას. იგი გამოჯანმრთელებულია, მაგრამ ჩავი ერნანდესი საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მატჩის წინ გამართულ ვარჯიშზე ფეხბურთელის მდგომარეობას შეაფასებს.
შეგახსენებთ, რომ 10 ტურის შემდეგ, „ბარსელონას“ 24 ქულა აქვს, „რეალს“ – 25. „სამეფო კლუბი“ პირველზე იმყოფება, „ბლაუგრანა“ მესამე გახლავთ.