ხვიჩა კვარაცხელია, ეზეკიელ ლავეცი
Aa
Aa

„კვარა თუ ლავეცი? ახლაც პოჩოს ავირჩევდი“ - ნაპოლის ყოფილი დირექტორი

„ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ ყოფილმა დირექტორმა, პიერპაოლო მარინომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მარინომ საინტერესო განცხადება გააკეთა და ჰკითხეს, „კვარასა“ და ეზეკიელ ლავეცის შორის რომელს აირჩევდა.

„ვის ავირჩევდი, კვარაცხელიას თუ ლავეცის? ახლაც პოჩოს ავირჩევდი, რადგან ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ვალტერ მაცარის გუნდთან ერთად, ის მეორეზე გავიდა“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი შემტევი „ნაპოლიში“ 2007/2012 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ეზეკიელმა „პარტენოპეის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 188-ჯერ მოირგო, 48 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გეტყვით იმასაც, რომ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს გამართავს და „მილანთან“ მატჩი თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება. „პარტენოპეი“ მასპინძლის სტატუსით იქნება და გასულ სეზონში, საკუთარ კედლებში 0:4 წაგებული მატჩის გამო, რევანშის აღებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია ოსიმენზე გადამწყვეტი ფეხბურთელია“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კვარაცხელია ოსიმენზე გადამწყვეტი ფეხბურთელია“ - იტალიელი ჟურნალისტი