ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Gazzetta: კვარას მილანთან რევანში სურს, ჯადოქარი ისევ შეეცდება

გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი „ნაპოლი“ „მილანის“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქართველს „როსონერისთან“ ანგარიში აქვს გასასწორებელი.

„კვარაცხელია მილანთან მატჩისთვის მზად არის. მან სწორედ როსონერისთან გაუშვა ხელიდან ის შანსი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში მიეცათ, როდესაც ხვიჩამ პენალტის გატანა ვერ შეძლო.

სეზონის სტარტზე გარსიასთან არსებული გარკვეული სირთულეების შემდეგ, ამჟამად კვარასა და მწვრთნელს შორის კარგი ურთიერთობაა. ეს ბერლინში თამაშის შემდეგ, მათი ჩახუტების შემდეგაც გამოჩნდა.

გარსია კვარას უკეთ გაცნობას იწყებს, მეტ ნდობას უცხადებს, ხვიჩა კი მოედანზე მაღალი დონის შესრულებით პასუხობს.

ხვიჩამ კარგად იცის, რომ მენიოსთვის პენალტის გატანის შემთხვევაში, ნაპოლის ნახევარფინალში გასვლა შეეძლო. ახლა ის შეცდომის გამოსასყიდად გზებს ეძებს. შესაძლოა მან ისეთი თამაში გაიმეოროს, როგორიც გასულ წელს სან სიროზე ჰქონდა, როცა არბიტრს მილანის მცველები პირველივე ტაიმში გააფრთხილებინა და თამაშის შედეგზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

ჯადოქარი ისევ შეეცდება“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „მილანის“ მატჩი კვირას 23:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვიწრო სივრცეებში კარგად თამაშიც იცის - ძოლამ კვარაზე ისაუბრა
ვიწრო სივრცეებში კარგად თამაშიც იცის - ძოლამ კვარაზე ისაუბრა