ხვიჩა კვარაცხელია, ბორის იგნატიევი
Aa
Aa

პოტენციალი დაინახეს, მაგრამ ვერ დააფასეს - იგნატიევმა ხვიჩაზე ისაუბრა

რუსმა საფეხბურთო სპეციალისტმა ბორის იგნატიევმა Legalbet-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსკოვის „ლოკომოტივმა’’ მასში პოტენციალი ადრეულ ეტაპზე დაინახა, თუმცა შემდგომში მოსკოვურ კლუბში ქართველი გარემარბი სათანადოდ ვერ დააფასეს.

„ალბათ, კვარაცხელიას ტრანსფერი მოსკოვის „ლოკომოტივის’’ ისტორიაში საუკეთესოა. მათ მისი პოტენციალი ძალიან ადრეულ ეტაპზე დაინახეს, მაგრამ როგორც ჩანს ვერ დააფასეს. ახლა ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. რთულია გაგება, ამ დონის ფეხბურთელთან როგორ შეიძლება თანამშრომლობა შეწყვიტო. სამწუხაროდ, მისი ღირებულება მას შემდეგ დაფასდა, როცა მოსკოვის „ლოკომოტივიდან’’ წავიდა’’.

2020 წლის ოქტომბერში, როცა ხვიჩა „რუბინში'' თამაშობდა, იგნატიევი თვლიდა, რომ ქართველ ფეხბურთელს სერია ა-სთან შეგუება ფიზიკური მომზადების კუთხით გაუჭირდებოდა.

„სლუცკის ჰკითხავენ: ''რატომ აგებს თქვენი გუნდი?'' მისი პასუხი იქნება: ''ხვიჩა გაყიდეს''. რატომ? ხვიჩა ნამდვილად კარგი ბიჭია და ტალანტია, მაგრამ მას არ ჰყოფნის ფიზიკური მომზადება, ძნელად წარმომიდგენია იტალიის სერია ა-ში. ამავე დროს ჩვენთან მენტალური პრობლემაა. ჩერდანცევმა ორჯერ შეაქო, ჩანს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვარსკვლავია. მინდა, რომ ამ ეტაპზე ის აქ იყოს და ''რუბინი'' არ დატოვოს. არ მსურს ვნახო ძალისმიერი ფეხბურთი, მსურს ნაძვის ხის სათამაშოს ვუყურო, ასეთია ხვიჩა, ის ნაძვის ხის სათამაშოა. მივდივარ ''რუბინის'' თამაშზე, იმიტომ რომ იქ არის კვარაცხელია და არამარტო მე, ასეთი ბევრია. კვარაცხელიას გარეშე თამაშზე არ წავალ, რომ სიდოროვის ასპარეზობა ვნახო. ჩვენ გვჭირდება გამორჩეული მოთამაშეები''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები