სერხიო ბუსკეტსი, ლუის რუბიალესი
Aa
Aa

2019 წელს რუბიალესმა მსაჯებს კლასიკოს წინ, ბუსკეტსის დასჯა გადააფიქრებინა

ესპანურმა El Confidencial-მა საინტერესო და სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც 2019 წლის „ელ კლასიკოს“ ეხება.

წყაროს თანახმად, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა არბიტრებს სთხოვა, რომ „რეალთან“ მატჩამდე სერხიო ბუსკეტსისთვის დისკვალიფიკაცია არ მიეცათ, რადგან ეს მისთვის „რეალთან“ შეხვედრის გამოტოვებას ნიშნავდა.

ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ანა მუნიოსმა ამის შესახებ ჩვენებაში განაცხადა, რომელიც მან რუბიალესის წინააღმდეგ მისცა. საქმე ეხება საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან კონტრაქტს, რომლის სანაცვლოდაც ესპანეთის სუპერ თასის მატჩები ახლო აღმოსავლეთში უნდა გამართულიყო.

ანა მუნიოსი ამის შესახებ საჩივრის დაწერას აპირებდა, თუმცა როგორც თავად ჰყვება, რუბიალესმა მას სთხოვა, რომ ეს საკითხი განზე გადაედო - მან თქვა, რომ ბუსკეტსისთვის დისკვალიფიკაცია „ფეხში სროლის“ ტოლფასი იქნებოდა (სერხიოს არბიტრების კრიტიკისთვის დასჯას უპირებდნენ).

წყარო აღნიშნავს, რომ მუნიოსმა თავდაპირველად ბუსკეტსი არ დაასახელა, მაგრამ ეს მხოლოდ დაკითხვის ბოლოს გააკეთა, როდესაც ერთ-ერთმა ადვოკატმა პირდაპირი ჰკითხა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელსაც რუბიალესი მფარველობდა.

როგორც ჩანს, RFEF-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გაიხსენა 2019 წლის 14 დეკემბერს „ბარსელონასა" „რეალ სოსიედადთან" მატჩის შემდეგ (2:2) მომხდარი მოვლენები. მაშინ ბუსკეტსმა მატჩის მთავარი მსაჯის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანა და განაცხადა, რომ მას პენალტის დანიშვნა „ბლაუგრანას“ სასარგებლოდ არ სურდა.

„ბარსელონა“ „რეალს“ 4 დღის შემდეგ დაუპირისპირდა. ბუსკეტსმა კლასიკოში მონაწილეობა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახიფათო გუნდს ხვდებიან“ | კაპელო მილანისა და ნაპოლის მატჩზე
„სახიფათო გუნდს ხვდებიან“ | კაპელო მილანისა და ნაპოლის მატჩზე