ევროპა ლიგა: კიტეიშვილის კარგი მატჩი და შტურმის ფრე ატალანტასთან
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში „გრაცის შტურმმა“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.
ოთარ კიტეიშვილი ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა და მორიგი კარგი მატჩიც ჩაატარა.
მე-13 წუთზე ანგარიში სწორედ კიტეიშვილის პასის შემდეგ გაიხსნა. პრასის დარტყმის შემდეგ, ბურთი კარში მცირე რიკოშეტის შედეგად შევარდა.
კიტეიშვილმა პირველ ტაიმში აქტიურობა განაგრძო და რამდენიმე ლამაზი მომენტი შემოგვთავაზა. ოთო ახლოს იყო მეორე საგოლე გადაცემასთანაც. ერთ ეპიზოდში გუნდი აშკარა გოლისგანაც იხსნა. ტაიმის მიწურულს კი თავური დარტყმით ცენტრიდან სცადა გატანა.
„ატალანტამ“ ავსტრიელებს პირველივე ტაიმში უპასუხა და ლუის მურიელის დუბლით ბერგამოელებმა შესვენებამდე დაწინაურება მოახერხეს.
მეორე ტაიმი გრაცელებისთვის ცუდად დაიწყო. მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.
62-ე წუთზე კიტეიშვილი შეცვალეს. „შტურმს“ კაცნაკლული მდგომარეობიდან შეტევაში თამაში ძალიან უჭირდა.
კიტეს ყველა მომენტი VS ატალანტა
მე-80 წუთზე „შტურმმა“ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა და ჰორვატმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ათწუთიან მონაკვეთში „ატალანტას“ მოდუნებული ყურადღებით ისარგებლეს და წონასწორობა დამსახურებულად აღადგინეს.
3 ტურის შემდეგ, „ატლანატა“ 7 ქულით ჯგუფის ლიდერია. „შტურმი“ კი 4-4 ქულით მეორე-3მესამე ადგილებს ლისაბონის „სპორტინგთან“ იყოფს.