კონფერენს ლიგა: კაშიას უხეში შეცდომა - სლოვანი ლილთან დამარცხდა
კონფერენს ლიგის მე-3 ტურში ბრატისლავის „სლოვანი“ საფრანგეთში „ლილს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
ვლადიმირ ვაისის გუნდის რიგებში გურამ კაშიაც და ჯაბა კანკავაც სასტარტოში იმყოფებოდნენ. ჯაბა 94-ე წუთზე შეცვალეს, „კაშომ“ კი სრულად ითამაშა.
პირველი ტაიმი „სლოვანმა“ კარგად ჩაატარა და მოიგო კიდეც. 23-ე წუთზე ჩავრიჩმა დასწრებაზე კარგად ითამაშა და თავისიანები დააწინაურა.
„ლილი“ უშედეგოდ უტევდა, თუმცა მეორე ტაიმში 68-ე წუთზე გურამ კაშიას მიუტევებელი შეცდომის შედეგად ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და ამის შემდეგ, თამაში მასპინძლების კარნახით წარიმართა.
საბოლოოდ, „ლილმა“ 82-ე წუთზე კაბელას გოლით წინ გასვლა შეძლო. შემდეგ, „სლოვანი“ კაცნაკლული დარჩა და ბოლო წუთებმა აზრი დაკარგა.
ამრიგად, ჯგუფში სიტუაცია უფრო დაიძაბა. „ლილი“ 7 ქულით გალიდერდა, „სლოვანი“ კი 6 ქულით მეორე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.