„ჩეჩენთა ბანდა თავს დამესხა“ | პაულო კოსტამ UFC 294-ზე იჩხუბა
UFC-ის მებრძოლი, პაულო კოსტა აბუ დაბიში გამართულ UFC 294-ზე იმყოფებოდა და ბრძოლებს თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა. ღონისძიების მიმდინარეობისას, კოსტას რამდენიმე ადამიანთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა და როგორც თავად განაცხადა, მას თავს ჩეჩენთა ბანდა დაესხა.
PAULO COSTA FIGHTING IN THE CROWD AT #UFC294pic.twitter.com/AKfwTvjN7z
— Barstool Sports (@barstoolsports) October 21, 2023
„ვიღაცამ დამიძახა და როცა მასთან მივედი, პირდაპირ სახესთან შუა თითი მაჩვენა. დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ჩემს გაყვანას ცდილობდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მომდევნო ბრძოლისთვის ადგილი უნდა გაეთავისუფლებინათ და სიტუაცია დაეწყნარებინათ. გაბრაზებული ვიყავი და მინდოდა, მისთვის ცხვირ-პირი დამენგრია, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს.
მოგვიანებით, საპირფარეშოში გავედი და როცა ჩემს ადგილს დავუბრუნდი, მისი ძებნა დავიწყე. ვნახე, რომ პირველ რიგში კი არა, მესამე რიგში იყო და გავბრაზდი, რადგან მივხვდი, რომ პირველ რიგში იმიტომ გადმოვიდა რომ, ჩემთვის შუა თითი ეჩვენებინა. გადავწყვიტე, მისთვის დისციპლინა მესწავლებინა და დავუძახე, ჩემთან მოსულიყო. შემომხედა და ჩემკენ წამოვიდა. ოღონდ მარტო არ იყო. 3-4 ტიპთან ერთად მოდიოდა და მგონი, ჩეჩნების ბანდა იყო. ასე დაიწყო ყველაფერი და არ მაინტერესებს, ვინ არიან“.
შეგახსენებთ, რომ კოსტას ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ინვექცია შეეჭრა და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია. მის ნაცვლად, კამარუ უსმანმა იმარჯვა.