„საზონოვი ტორინომ იმიტომ იყიდა, რომ ქართველია, როგორც კვარა“
Tuttosport-ის იტალიელი ჟურნალისტი მასიმო ფრანკი საბა საზონოვის „ტორინოში“ ტრანსფერს გამოეხმაურა.
„იტალიური საიტები ყოველდღიურად აქვეყნებენ ათობით სატრანსფერო ბაზრის სიახლეს. ისინი ცხოვრობენ მკითხველის ყურადღების მიქცევით. მაგრამ ძალიან ცოტაა სიმართლე და კონკრეტული ინფორმაცია. 95% არის ჭორი.
ახლა რუსეთის ჩემპიონატი არამიმზიდველია, RPL მატჩები იტალიაში ტელევიზიით არ გადაიცემა. სამაგიეროდ, საუდის არაბეთის ჩემპიონატს აჩვენებენ. რუსული გუნდები და ეროვნული ნაკრებები ახლა საერთაშორისო მატჩებიდან, ასევე ევროტურნირებიდან მოკვეთილები არიან.
იტალიური კლუბები თავიანთი სკაუტების გაგზავნას სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში ან შორეულ აღმოსავლეთში ამჯობინებენ, ვიდრე რუსეთში. არის გამონაკლისებიც, მაგალითად, საბა საზონოვი ზაფხულში ტორინოში გადავიდა. მაგრამ პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ქართველია, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელია.
საბას თამაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნახეს“.
შეგახსენებთ, რომ „ტორინოს“ ძირითადის ცენტრალური მცველები ბუონჯორნო და სხურსი ტრავმირებულები არიან, რაც საზონოვის სათამაშო დროს ერთიორად ზრდის
„ტორინო“ სერია A-ში თავის მომდევნო შეხვედრას შაბათს (20:00) სტუმრად „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.