რომან დოლიძე
Aa
Aa

„ენას არ აჩერებენ, მაგრამ ჩხუბი არ უნდათ“ | დოლიძე ახალ მეტოქეს ეძებს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე ახალი მეტოქის ძიებაშია. „კავკასიელს“ ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ „მკვლელმა გორილამ“ ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია.

კანონიერის გადაწყვეტილების შემდეგ, რომანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საშუალო წონითი დივიზიონის რამდენიმე მებრძოლი გამოიწვია. დოლიძემ პაულო კოსტასთან, რობერტ უიტეკერთან, ბო ნიკალთან, დრიკუს დუ პლესისთან და ხამზატ ჩიმაევთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

„ყველა ტოპ მებრძოლი ენას არ აჩერებს და ხმამაღლა ლაპარაკობს, მაგრამ ჩხუბი არც ერთ მათგანს უნდა. ჰერმანსონთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, ხამზატი გამოვიწვიე, მაგრამ არაფერი უთქვამს. კოსტას დეკემბერში ჩხუბი უნდოდა, გამოვიწვიე, მაგრამ ჩუმადაა. უიტეკერი საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლს იწვევს, ბო ნიკალზეც თანახმა ვარ. უბრალოდ, კარგი სახელის მქონე მებრძოლი მჭირდება. ვფიქრობ, უკეთესია ცოტა ილაპარაკო და მეტი გააკეთო. ან საერთოდ არ ილაპარაკო“.

ცნობისთვის, განახლებულ ტოპ 15-ში, დოლიძე მე-7 პოზიციაზეა. წლეულს მასთან ბრძოლას უკვე მეორე მებრძოლი ჩაეხსნა. რომანს ჯერ დერეკ ბრანსონთან უნდა ეჩხუბა, რომელმაც UFC-ი საერთოდ დატოვა, შემდეგ კი კანონიერთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლიდერის პასუხისმგებლობას ისევ ხვიჩა აიღებს“ - Repubblica ნაპოლი-მილანის მატჩზე
„ლიდერის პასუხისმგებლობას ისევ ხვიჩა აიღებს“ - Repubblica ნაპოლი-მილანის მატჩზე