იულიან დრაქსლერი
Aa
Aa

დუბლი შეასრულა და მოედნიდან გავიდა - დრაქსლერის უცნაური საქციელი კატარში

ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა, იულიან დრაქსლერმა კატარის ჩემპიონატში ყურადღება უცნაური საქციელით მიიქცია.

შაბათს, „ალ-აჰლიმ“, რომელშიც 30 წლის გერმანელი თამაშობს, საკუთარ მოედანზე „კატარს“ დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა. ამ შეხვედრაში დრაქსლერი მთავარმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მოედანზე მეორე ნახევარში შემოიყვანა, როდესაც ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 0:3 იყო.

62-ე და 66-ე წუთებზე გერმანელმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მატჩის მიწურულს კი „ალ-აჰლიმ“ მეოთხე ბურთი გაუშვა, რამაც დრაქსლერის უკმაყოფილება გამოიწვია და მოედანი ნაადრევად დატოვა, თანაც ისე, რომ შეხვედრა არ იყო დასრულებული.

ბუნებრივია, ამ ფაქტმა ყველა გააოცა, თუმცა, კლუბს ფეხბურთელის საქციელზე კომენტარი არ გაუკეთებია და ამბავს განსაკუთრებულიც არაფერი მოჰყოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე: ყველაზე მეტად მატჩის შედეგი მომეწონა
ლუის ენრიკე: ყველაზე მეტად მატჩის შედეგი მომეწონა