ევრო 2024-ზეც ვერ ითამაშებს | ტონალის საქმეზე ვერდიქტი ცნობილია
იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ სანდრო ტონალის საქმეზე გამოტანილი ვერდიქტი გაასაჯაროვა. „ნიუკასლის“ ნახევარმცველს საკუთარ გუნდზე და საფეხბურთო მატჩებზე ფსონების განთავსებაში ადანაშაულებდნენ და მკაცრი სასჯელი გამოუტანეს.
ტონალიმ 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და 2024 წლის აგვისტოში დაბრუნდება. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში იგი „ნიუკასლის“ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს და ვერც იტალიის ნაკრებს დაეხმარება 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ამასთან, ტონალის 8-თვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლაც მოუწევს.
???? BREAKING: Sandro Tonali has been banned for 10 month due to gambling addition scandal plus also 8 months of participation in gambling rehab plan.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 26, 2023
Tonali, suspended for 10 months from football activities — back August 2024.
???? Season over with #NUFC and also NO Euro2024. pic.twitter.com/nlrM7eMecW
იტალიის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტონალიმ გამოძიებასთან ითანამშრომლა და საკუთარი ბრალეულობა აღიარა, რის გამოც, შემცირებული სასჯელი მიიღო. უცხოური პრესის ინფორმაციით, თანამშრომლობის გარეშე, მას მინიმუმ 12-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა.
საინტერესოა, რომ სასჯელის მიუხედავად, იტალიელ ფეხბურთელს კლუბთან ერთად ვარჯიშის უფლება აქვს და ბრიტანული პრესის მიხედვით, ეს მას საფეხბურთო ფორმის შენარჩუნებაში ოდნავ დაეხმარება.