დენა უაითი, ჯონ ჯონსი, სტიპე მიოჩიჩი
Aa
Aa

უმძიმესი ტრავმა - ჯონ ჯონსს რამდენიმე თვით უქმობა მოუწევს

UFC-ის მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონმა და P4P-ის პირველმა ნომერმა, ჯონ ჯონსმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც სტიმე მიოჩიჩთან დაგეგმილ ბრძოლას ჩაეხსნა.

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ტრავმის მიღების მომენტი არის აღნიშნული. წინასწარი ინფორმაციით, ჯონ ჯონსს გულმკერდის კუნთი აქვს გაწყვეტილი, რის გამოც მინიმუმ 8 თვით უქმობა მოუწევს.

ჯონსს უახლოეს დღეებში დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდება, რომლის დასრულების შემდეგაც ზუსტად გაირკვევა ტრავმის სიმძმიე და ასევე, პერიოდი, თუ რამდენი ხანი მოუწევს უქმობა ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლს.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსსა და სტიპე მიოჩიჩს შორის მძიმე წონაში საჩემპიონო ბრძოლა 11 ნოემბერს, UFC 295-ზე უნდა გამართულიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პაუზის აღება არ მჭირდება“ | ვოლკანოვსკის იანვარში ილიასთან ჩხუბი უნდა
„პაუზის აღება არ მჭირდება“ | ვოლკანოვსკის იანვარში ილიასთან ჩხუბი უნდა